Thursday, July 9, 2015

მეცხრე დრე

    დღეს ბოლო დღეა და წარვადგინე ჩემი პრეზენტაცია, რომლის შეფასებაც მოხდა ტრენერის და კოლეგების მიერ, მათი რეკომენდაციები და შენიშვნები გავითვალისწინე და პროექტს გავუკეთე შესწორება.
     მოვისმინე სხვების პრეზენტაციები, რომელთაც ზოგიერტ პროექთში მევალებოდა დადებითი მხარეების ძიება, ზოგში უარყოფითის, რაც,  როგორც ტრენერმა აღნიშნა სწორად გამომივიდა.შემდეგ განვაახლე ინფორმაცია დისკზე და დავხვეწე ჩემი ბლოგის დიზაინი.
   მართლაც ძალიან მომეწონა "INTELLI"-ის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროგრამა, ნამდვილად მჭირდებოდა ამ პროგრამის შესწავლა, ამისათვის მადლობას ვუხდი დონორს.
   მადლობა "intels" ტრენერის შერჩევისთვის, ბატონი მინდია  კარგადაა მორგებული თავის სამუშაოს და პასუხისმგებლობით ეკიდება მოვალეობას, რომელსაც, ვიტყვი, რომ წარმატებით გაართვა თავი.
 ვფიქრობ, რომ ტრენინგების დრო და ხანგრძლივობა ცოტაა, სასურველია მეთი დროის დათმობა სრულყოფილად აღქმისა და შესწავლისათვის.

 გმადლობ.  მომავალ შეხვედრამდე!

Wednesday, July 8, 2015

მერვე დღე

  დღეს ბევრი ინფორმაცია და სამუშაო გვქონდა. ფასილიტაციის მასალებზე ვიმუშავეთ, დავხვეწეთ სასწავლო პროცედურები, გაზეთი, შევქმენით გამოყენებული ვებ-გვერდებისა და გამოყენებული ლიტერატურის სია.
 შევქმენი  "ჩემიპორტფოლიო" და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
მოვემზადე პროექტის წარსადგენად.
   კარგი და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე,  თანდათან, რადგან უფრო ვერკვევი (მარკვევენ) სამუშაო პროგრამაში მით უფრო ვაფასებ ტრენინგის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
   მადლიერი ვარ ტრენერის-ბ-ონ მინდია დიდმანიძის საინტერესოდ დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგისა.

Monday, July 6, 2015

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღემ ძალიან ბევრი რამ მომცა შევისწავლე უამრავი რამ რაც პროექტებით სწავლებისათვის მჭირდება და არა მარტო ამისთვის.

Friday, July 3, 2015

მეექვსე დღე

   დღეს ძირითადად შეფასებებზე გვესაუბრა ტრენერი, გაგვახილვინა  და შეგვაფასებინამოსწავლის ნამუშევრების ორი მხარე, ტექნიკური  მხარე და მოსწავლეზე ორიენტირებული ..
ჩავასწორეთ პროცედურების სვეტი, დროის ჩარჩო და პროცედურები.
   ძალიან ნაყოფიერად ვთვლი დღევანდელ მუშაობას, ვხედავ როგორ ვვითარდებით  ინტელის პროექტის მიერ დაგეგმილ პროგრამის მუშაობაში 
.გმადლობთ.

Wednesday, July 1, 2015

მეხუთე დღე

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დახვეწაზე, გავეცანი დოკუმენტების გაზიარებას, მეც შევქმენი დოკუმენტი და გავუზიარე სხვას,
 ძალიან საინტერესო  ხდება ყოველი დღე თანდათან....................................