Monday, June 29, 2015


მეოთხე დღე



შევიმუშავეთ პროექტის მიზნები, შეფასების დროის ჩარჩო,ჩავასწორე და დავხვეწე სტანდარტები, შევქმენი პრეზენტაცია, რომელიც ჩავაშენე ბლოგზე.
  მომწონს , მომწონს, მომწონს, აუცილებლად უნდა დავხვეწო და ვიმუშაო ამ ხაზით!!!!!







მესამე დღე



დღეს შევისწავლეთ სურათების გადატანა, ბროშურის დახვეწა,
 საგნობრივი სტანდარტების მოძიება და დახვეწა სასწავლო პროექტის გეგმაზე.
   გავაანალიზეთ და შევიმუშავეთ მიზნობრივი კითხვები.
მადლობელი ვარ ტრენერის, მისი უშუალო და გასაგები ენით საუბრის გამო, არის კომუნიკაბელური, საუბრობს დინჯად და გასაგებად, მასთან ურთიერთობა ადვილია.
                                                                                                                                           

Friday, June 26, 2015

მეორე დღე...

    , დღეს უფრო ნაყოფიერი გამოდგა შეხვედრა- ტრენინგი. ყველაფერი გავიგე, რაც აგვიხსნა, მაგრამ ხვალ, როცა გავიმეორებთ კარგად ჩამიჯდება გონებაში.
 რა ვისწავლე?
 ბროშურის შექმნა..
გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა,
პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს გავეცანი,
კონკიას რესურსებზე ვიმუშავეთ...
   ..მოკლედ კარგია, ყველაფრის გამოყენებას ვაპირებ...
  მადლობა კომპანიას  -inteli- რომელმაც დაგეგმა და ახორციელებს ამ პროექტს და მადლობა თქვენ ბატონო მინდია..

Wednesday, June 24, 2015

პირველი დღე

მე დღეს გავეცანი 21-ე ს. უნარ-ჩვევებს, გავეცანი კონკიას პროექტს, ამასთანავე გავეცანი პროექტებით სწავლებას. ვისწავლე ვიუერით მონიშვნას.  დავიწყე პროექტზე მუშაობა. შევქმენი საქაღალდეები და ავთვირთე დისკზე.
 მომეწონა ტრენინგი, ასევე ტრენერის მიდგომა სამუშაოსადმი.